2026 წლის 2-5 ივლისს მილანში, სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის (ICD) 69-ე კონგრესი ჩატარდა, სადაც სტომატოლოგიის კლინიკა და სასწავლო-კვლევითი ცენტრ უნიდენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მარინა მამალაძე, რომელიც ამ ორგანიზაციის წევრი 2013 წლიდანაა, წელს პირველად მონაწილეობდა როგორც არა მხოლოდ ევროპის სექციის რეგენტი, არამედ ამ ორგანიზაციის საერთაშორისო საბჭოს კანცლერიც.
კონგრესს ესწრებოდნენ ICD-ის წევრები, უნიდენტის ექიმები: დეა ვადაჭკორია, ნათია ნიჟარაძე, მანანა უსტიაშვილი, თამარ ჟღენტი, ეკატერინე ბეშკენაძე, თეა ჯანჯალაშვილი, მაკა კოპალიანი, თამარ კუთხაშვილი, აგრეთვე სხვა ქალაქის და კლინიკის ექიმები და საქართველოს დისტრიქტის წევრები: ლია სანოძე, ლიკა მინაშვილი, თამარ შავაძე, თეონა დანელია. ჩვენს დელეგაციაში იყო ICD წევრების 4 ახალი კანდიდატი: ნინო ჭუჭულაშვილი, თამარ სულაძე, ნინო უსანეთაშვილი და ჯელო ჩელებაძე. სწორედ, რომ ახალი წევრების მიღება არის ICD ევროპის სექციის უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ეს პროცესი დიდი პატივისცემითა და ღირსებით ტარდება. ჩვენი კოლეგების კანდიდატურებს დარბაზი ფეხზე ამდგარი შეხვდა. მათ გადაეცათ წევრობის სერტიფიკატი და კოლეგიის სამკერდე ნიშანი.
წელს, პროფესორ მაურო ლაბანკას ინიციატივით შეიქმნა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს ახალგაზრდა წევრების გაცნობითი ხასიათის დასწრებას ICD-ის 69-ე კონგრესზე. უკვე გამოცდილმა წევრებმა დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლეთ ჩვენს ახალგაზრდა წევრებს: მარიამ წივწივაძეს, ანა გენძეხაძეს, ანანო მახვილაძეს, ნინო მშვიდობაძეს და ნანი კონცელიძეს.
რეგენტთა საბჭოს სხდომაზე ICD ევროპის პრეზიდენტმა, მაურო ლაბანკამ დაასახელა 2029; 2030 და 2031 წლებში ევროპის პრეზიდენტობის კანდიდატები: როი მორისონი (ბრიტანეთი), მარინა მამალაძე (საქართველო), სერგეი რადლინსკი (უკრაინა). ამ წლებში სწორედ მათ მოუწევთ სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეგიის ევროპის სექციის კონგრესების ჩატარება. რეგენტთა საბჭომ კანდიდატურებს კენჭი უყარა და დაამტკიცა.
ძალიან საინტერესო იყო კონგრესის სამეცნიერო სექციის თემატიკა. მოვისმინეთ ისეთი მოხსენებები, რომელთა აქტუალობა სტომატოლოგიაში ძალიან დიდია.
კონგრესის დასრულებისას გამოცხადდა ICD ევროპის სექციის 70-ე კონგრესის ჩატარების დრო და ადგილი: ბარსელონა, ესპანეთი, 2027 წლის 18-20 ივნისი.