მარინა მამალაძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის პრეზიდენტი და დამფუძნებელი.

სრულად ნახვა

ზურაბ ორჯონიკიძე

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი.

სრულად ნახვა

ზურაბ ვადაჭკორია

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტი

სრულად ნახვა

რამაზ ორჯონიკიძე

საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი და დამფუძნებელი

სრულად ნახვა

მანანა ივერიელი

ივერიელი,მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.

სრულად ნახვა
ასოციაციის მდივნები

სტომატოლოგიის აკადემიური დოქტორი თეა ჯანჯალაშვილი

ექიმი-სტომატოლოგი თამარ კუთხაშვილი

 
 
საქართველოს სტომატოლოგთა პროფესიული ასოციაციის მიზნები და ძირითადი ამოცანები

ხელი შეუწყოს:

- მოსახლეობის სტომატოლოგიური მომსახურების    გაუმჯობესებას,  

   კლინიკური, სასწავლო და პრაქტიკული სტომატოლოგიის განვითარებას;

- სტომატოლოგიის ქართული ტერმინოლოგიის დახვეწასა და დამუშავებას, 

  სასწავლო ლიტერატურის გამოცემას;

- მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გაცნობას კლინიკური და  

   ექსპერიმენტული სტომატოლოგიის დარგში:

- სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისა და სამედიცინო პერსონალის მომზადების მიზნით 

  კავშირების დამყარებას უცხოეთის სტომატოლოგიურ ასოციაციებთან და ცენტრებთან;

- ფუნდამენტური და პრაქტიკული მნიშვნელობის სამეცნიერო კვლევათა ორგანიზებას და  

   მიღებულ შედეგთა დანერგვას სტომატოლოგიაში, თემატური და პოლიპფროფილური  

   სამეცნიერო- პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზებას;

-ასოციაციის წევრ ექიმ-სტომატოლოგთა უფლებების დაცვას;

- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და 

   სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად, დიპლომისშემდგომი განათლების  

  გაუმჯობესებას ექიმ-სტომატოლოგთა ლიცენზირების დახვეწას, სტომატოლოგიური 

  დანადგარების, აპარატურის, ინსტრუმენტების, მასალების, მედიკამენტების, 

   პროფილაქტიკური საშუალებების რეგისტრაციის გაუმჯობესებისთვის საჭირო წესების

   დახვეწას;

-ჯანსაღი პროფესიული ეთიკის ნორმების დამკვიდრებას აღნიშნული დარგის მომიჯნავე  

  სპეციალობის კოლეგებს შორის;

-საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროექტების შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნული დარგის განვითარებას. ასევე, უწყვეტ სამედიცინო განათლებას (უსგ) და უწყვეტ პროფესიულ  განვითარებას (უპგ).